ნაციონალური მოძრაობის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
“რა ნდობა და ლეგიტიმაცია აგიტყდათ.
.კომპიუტერული პროგრამაა და ნამდვილად არ და ვერ არჩევს ვინ ვისი მხარდამჭერია
ვინც შეთქმულების თეორიებით ხართ შეპყრობილები და საკუთარ უმეცრებას და უვიცობას უსირცხვილოდ დემონსტრირებთ, შეგახსენებთ, რომ კომისიაში ოთხივე კანდიდატის წარმომადგენელია , ნიკა მელიას წარმომადგენელი უმცირესობაშია.
თქვენი წარმომადგენლები რაო რას ამბობენ?
კომპიუტერული პროგამა მელიას მხარდამჭერიაო?
სირცხვილია ხალხო, სირცხვილია
ასეთი უვიცობა
ისე მეც გამიჭირდა , რამდენიმეჯერ ვცადე და დავრეგისტრირდი , ეტყობა შევეშალე პროგრამას და მერე ” მიხვდა”
მუმლაძე, იურისტი კი ხარ და მე ექიმი მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ხარ და სირცხვილია ასეთ საკითხებში მე შენზე უკეთ ვერკვეოდე.
თუ უვიცობა არაფერ შუაშია, მაშინ რა გამოდის?
რას აკეთებ?
P.S.ეჭვი მაქვს, მერე მეორე სერიას დაიწყებთ- ბოტებიო.
პირადი ნომერი რომ შეგყავთ, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი
წულუკიანის უფლებამოსილება კი არ გვაქვს ყალბი პირადობის მოწმობები ვბეჭდოთ, ეგეც რომ არა , ამომრჩეველთა ბაზაში როგორ შევიყვანთ ამ ყალბ პირადობებს , მაგაში ნამდვილად არ დაგვეხმარება ცესკო.
თან ვწერ და თან მრცხვენია , რისი ახსნა მიწევს.”
კომენტარები