ექსპერტი გია აბაშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე წერს:
“საკუთარ ტყუილებში ჩაკარგული, “ერთგული” თანაგუნდელებისგანაც მიტოვებული სუბიექტი.
თუ “სიკვდილის პირასაა”, აქანავებს, “ძალ-ღონე დაკარგა”, დიდი დიღმის ქარები აწუხებს პალატაში, მაშინ როგორაა მუდმივ კონტაქტზე უკრაინელ ჩინოსნებთან?
რეალობა კი ისაა, რომ ეს პოლიტიკური შულერი განაგრძობს მიუნჰაუზენობას. თუმცა, მის გვერდით მყოფი ბადრაგი “ხელს უშლის რომ უკრაინაში ომი დაასრულოს” და პუტინი “გაანადგუროს”.
2003-ში შიდა და საგარეო უდიდესი მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა კი იქცა ერთ რიგით, საბრალო სუბიექტად, რომელსაც პოლიტიკურ რადარზე უნდა ყოფნა.
There is nothing permanent under the Sun!”
კომენტარები