ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში საუბრისას სთავაზობს, მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ.
მეუფე ნიკოლოზი:
“შემთხვევები ვიცით, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსჯია ქვეყანას თავისი პირველი პირისთვის, რუმინეთში იყო ასე, უგანდაში, რაც მე ვიცი, მიუხედავად ამისა, ასეთი პრეზიდენტებიც კი შიდა პატიმრობაში იყვნენ. მე აქედანაც კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის ვთქვათ, შინაპატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით. ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი…“
კომენტარები