პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა:
„ვფიქრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე დღეს. ჩვენ თითქოს არ ვამართლებთ ამ გერგესეველებს, რა თქმა უნდა, ვამტყუნებთ მათ, მაგრამ ხომ არ არის ეს მოჩვენებითი? ხომ არ გვეშლება ჩვენც? იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე აი ეს საკითხი – იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიარსებო და ვიცხოვრო. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს აი, ამ გერგესეველთა სულს, განწყობას, ძალიან ხშირად ის ბატონობს ჩვენთან. ეს არის საშინელი სული ამ გერგესეველთა, რომელიც სპობს ყოველგვარ სულიერ ღირებულებებს და ფასეულობებს.“
კომენტარები