ტელეკომპანია “იმედი” თვითმხილველზე დაყრდნობით, წერს, რომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდამსხმელი დააკავეს, ისმოდა სროლის ხმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, ტერიტორია დატოვა სამართალდამცველების ავტომობილმა, რომელსაც ადგილზე მყოფები ტაშით შეხვდნენ და შეძახილებით „ყოჩაღ“.
“იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამ მომენტისათვის ოფიციალურად არავინ ადასტურებს. შს მინისტრი გომელაური, გამოემართა ჟურნალისტებისკენ, თუმცა, უკან მიბრუნდა და წავიდა.
ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.
კომენტარები