თავდამსხმელი გრიგოლ ნარსიაა – მედია

570 “იმედი” ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა. მანამდე, რუსთავი2 ავრცელებდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს სამართალდაცმველები სახელით – დათო მიმართავდნენ. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალი, თავდამსხმელი კი დაკავებულია.