თავდასხმა ლადო აფხაზავაზე – ირკვევა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი შემთხვევის დროს შვილთან ერთად იმყოფებოდა. ნაცემია ლევან აფხაზავაც.
ლადო აფხავაზავა იხსენებს, რომ შვილის თავდამსხმელებისგან გარიდება სცადა, თუმცა ისინი ჯოხის ხელკეტები მისდევდნენ და აგინებდნენ. ის ფიქრობს, რომ მოძალადეები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან, რადგან დაპირისპირების დროს მას “ნაციონალად” მოიხსენიებდნენ.
მანქანის ფანჯრები ჩამოწეული იყო და ამ ფანჯრებიდან გამოდიოდა ხმა, „შე ნაციონალო, შენ ვინ გგონია შენი თავი“. ნასვამი ადამიანების წამოძახილები იყო. საბარგულიდან გადმოიღეს ხის დიდი, ბეიზბოლის ჯოხები, დამარტყეს საფეთქელთან, მე დამარტყა და მერე უკვე წაიქცა თავად და მერე უკვე ლევანის დაარტყეს. ერთადერთი, რაც მივიფიქრე, მეთქი- გავარიდებ ლევანიკოს. ხის ჯოხებით შეიარაღებულები მთელი გზა მომდევდნენ. ტანზე შემოხეული მაქვს. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, იმიტომ, რომ „ნაციონალებს“ ახსენებდნენ, როდესაც მაგინებდნენ, – ყვება აფხაზავა.
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.
კომენტარები