• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავდასხმა სვანეთში – რას ყვება გატაცებული ტურისტის მეუღლე

ალია ავტორი - ალია
16:17 01-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
569

სვანეთში გატაცებული კაცის ნათესავები მისი ცოლის, ალინას მონათხრობს ასაჯაროებენ. ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხზე ვრცელდება. ქალი მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პოლიციასაც მიაწოდა.

ჩვენ თეთნულდში მივდიოდით, როცა გათოვდა. გვირაბის შემდეგ გავჩერდით, რათა თოვლში ვიდეო გადაგვეღო. პირველად, როცა მათ ჩვენთან ჩამოიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუპასუხეთ, რომ არა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებდით, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. ცოტა ხანში ჩვენ მათ გადავუსწარით, ისინი გზის პირას იდგნენ. გზაზე ერთ მანქანას შევხვდით, რომელიც გაიჭედა, ვიტიამ ის თოკით ამოიყვანა. ამ დროს თეთრი „სუბარუ“ ჩვენს გვერდით ჩაგვიარა და აღარ გაჩერებულა.

როცა ვიტიამ შორიდან დაინახა, რომ ისინი გზის შუაში იდგნენ, მთხოვა, რომ საბარგულიდან დანა მიმეცა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ტუმბო სთხოვეს, რაც ვიტიამ მათ გადასცა. შემდეგ კონფლიქტი დაიწყო. ისინი ამბობდნენ: „ტელეფონები დაგვიბრუნეთ, რატომ გვიღებდით?“ ვიტიას ერთ-ერთი ტელეფონი მანქანიდან აიღეს. ვიტიამ მათ სთხოვა, რომ მე არ შეხებოდნენ. მეორე ტელეფონიც აიღეს. შემდეგ მათ შორის დიალოგი დაიწყო; მე მხოლოდ ვიტიას საუბარი მესმოდა, ის სთხოვდა, არ შეხებოდა. მერე ორი გასროლა გავიგონე, ვიტიას ვეღარ ვხედავდი. ერთი მათგანი იარაღით მოვიდა ჩემთან, დამიმიზნა და ტელეფონის მიცემა მთხოვა. შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და გზა გააგრძელეს. ცოტა ხნის შემდეგ, „სუბარუ“ დაბრუნდა, ჩვენმა მანქანამ მობრუნება დაიწყო, მძღოლი გადავიდა და „სუბარუ“-ში ჩაჯდა. ისინი 10 წუთით გაქრნენ. ამ დროს 112-ში დავრეკე და ავუხსენი, რომ დაახლოებით ერთი საათი იყო დარჩენილი მესტიამდე. მანქანის ნომერიც მივაწოდე და ყველაფერი ავუხსენი.

მანქანაში ჩავიკეტე, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა მინების ჩამსხვრევა დაიწყო. კარი გავხსენი და მითხრა, გვერდით სავარძელში გადაჯექი. გავჩუმდი, ისე გავაგრძელეთ გზა. ვთხოვდი, გავეშვით და არ მოვეკალით, რაზეც მიპასუხა, „არავინ არ გკლავთ.“ იმ ადგილამდე მივედით, სადაც „სუბარუ“ წინ წავიდა და აღმართზე ვერ ავიდნენ. მერე უკან დაიხია, ჩვენი მანქანის მგზავრი „სუბარუ“-ში გადაჯდა და წავიდნენ. ამ დროს მოვახერხე ტელეფონის ამოღება და კვლავ 112-ში დავრეკე. ორ გამვლელი მანქანა გავაჩერე. მალე პოლიციაც მოვიდა. იქვე პიკაპები ავტომატებით მიჰყვებოდნენ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება. ანალოგიურ ამბავს გამომძიებლებსაც ვუყვები, – ყვებოდა ალინა. (ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved