,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო 6 თვის შესრულება გამოიკვლია და დაადგინა, რომ არსებობს 5 პროგრამა, რაზეც თანხა საერთოდ არ დახარჯულა, მათ შორის არის თავდაცვის სამინისტრო.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 13 მილიონი ლარი ვერ აითვისა. აღნიშნული თანხა საჰაერო ძალების გაძლიერებისთვის უნდა დახარჯულიყო.
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, მედიასთან აცხადებს, რომ წლის ბოლომდე არის დრო და თავდაცვის სამინისტრო ამ თანხას აითვისებს.
კომენტარები