საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
აღნიშნულ ფაქტს საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაკითხვა თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გარეჯის საქმეზე კარტორაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს, რომელთაც გამოძიება ქვეყნის საწინააღმედგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.
თუმცა, ამ დრომდე არავის უთქვამს, გადასცეს, თუ არა, “ახალ ნაპოვნი” რუკები აზერბაიჯანის მხარეს, ისაუბრეს თუ არა მათთან ამ საკითხზე და ვინ იყო აზერბაიჯანული მხრიდან ამ გარიგების მონაწილე.
კომენტარები