ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა $30 000 აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია თავად თავდაცვის მინისტრმა ასახა 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციაში.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლმა, ნინო მხეიძემ დედამთილისგან იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა. კერძოდ მინისტრმა ბურჭულაძემ 2022 წელს ხელფასის სახით 68834,16 ლარი, მისმა ცოლმა კი – 1532 ლარი აიღო.
2022 წელსვე ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა ორ ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად.
მინისტრს 8 შვილი ჰყავს. მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური ბებიამ 5000 ლარით დააფინანსა.
კომენტარები