სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,თავდაცვის სამინისტროს ადგილზე ცოტა სწრაფად მოვრჩებოდი სადღესასწაულო უქმეებს, მთელი 2023 წელი უსაქმურობაში გაატარეს და ამდენი დასვენებაც არ დაუმსახურებიათ. მინისტრი და მოადგილეები შესაცვლელია, კოდექსი გადასაწერია, ტანკები და არტილერია შესაძენი, საზღვაო ფლოტი და ავიაცია აღსადგენი, პერსონალში კატასტროფული მდგომარეობა გამოსასწორებელი, გენერალიტეტი გასაყრელი – ძალიან ბევრი ნაგავია გასატანი, ავგიას თავლაზე ძნელი დასასუფთავებელი გახდა თავდაცვა. რაც მთავარია, ნებით თუ უნებლიეთ, დავალებით თუ არაკომპეტენტურობით ჩადენილ დანაშაულებზე გვაქვს ღიად სასაუბრო. ორშაბათიდან და მთელი წლის განმავლობაში. თავდაცვის მინისტრს ( ამასაც, სანამ მინისტრია და შემცვლელსაც) მოუწევს დებატებში დაჯდომა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და თავის საქმიანობაზე უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ძლივს შეკოწიწებული ჯარის გაპარტახება არ არის პატარა დანაშაული.”
კომენტარები