ყოფილი დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი მერის თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია ჰოსპიტალიზებული კვლავ მძიმეა.
ზაზა მეჭიაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ბატონი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს თანადგომისთვის. მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება.”
რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურმა თავად გაავრცელა სტატუსი და საზოგადოებას აცნობა, რომ COVID-19 დაუდასტურდა.
“კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა…საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება…პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს…,” – დაწერა თამაზ მეჭიაურმა.
კომენტარები