ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო სოციალური ქსელის მეშვეობით თავისმა დამ კატია ავეირომ გაამხნევა.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დამატებითი დროის 105-ე წუთზე “ალ ნასრის” ვარსკვლავმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ავეირომ კრიშტიანოსა და რობერტო მარტინესის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “თავი ასწიე, ჩემო მეფეო”.
ინფორმაციისთვის, რონალდოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. ის 21-ე საუკუნეში გახდა პირველი ევროპელი ფეხბურთელი რომელმაც მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატზე 3 პენალტი ვერ გაიტანა.
მანამდე პორტუგალიელმა
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად 2016 წლის ევროზე ავსტრიასთან, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანთან ვერ გარდასახა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალია-სლოვენიის დაპირისპირებას კრიშტიანოს დედა მარია დოს სანტოს ავეიროც ესწრებოდა, რომელმაც შვილის ტირილის დანახვაზე ცრემლები თავადაც ვერ შეიკავა.
sportall.ge
კომენტარები