საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე:
“ყველაზე გულის ამაჩუყებელი კი ის არის – რომ თავი მართლაც ხალხის არჩეული პრეზიდენტი ჰგონია.”
ბოლო დროს, “ქართული ოცნების” არაერთი წევრი, ყოფილი წევრი, თუ მხარდამჭერი აღიარებს ღიად, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ხალხს არ აურჩევია და საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. რა გზით გაყალბდა, ამას არ აკონკრეტებენ. ვინ გააყალბა, არც ამას. რატომ არ აპროტესტებდნენ აქამდე, გაყალბებული არჩევნებით მოყვანილ პრეზიდენტს, არც ამაზე საუბრობენ.
კომენტარები