კონსტანტინე(კოკო) გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
,,2011-2012 წლებში მივლინებული ვიყავი შვეიცარიის კონფედერაციაში, როგორც საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი. ერთხელ მოხდა ისე, რომ საკონსულო ტიპის ქმედების შეთავსება მომიხდა და დასწრება მომიწია ასეთ პროცედურაზე: რუსულენოვანი საქართველოს მოქალაქე, მაღალი ალბათობით უკრაინული წარმოშობის, მოთავსებული იყო ბაზელლანდის საპყრობილეში. მან თავი მიიბა საკანში რადიატორზე და აცხადებდა: მე არ გავალ ციხიდან, აქ ყველაფერი მაქვს: ჭერი თავზე, კვება, ტელევიზია, უფასო მკურნალობა. რა მელის აქედან გაშვების შემთხვევაში? ის, რომ ამ ყველაფრის გარეშე დავრჩები. ციხის ადმინისტრაციამ ოთხი ღონიერი თანამშრომელი შეუშვა საკანში, რომლებმაც მიუხედავად პატიმრის წინააღმდეგობისა იგი შებოჭეს და წაიყვანეს აეროპორტში.
ასეთი კურიოზული იყო შემთხვევა, როდესაც კაცს ციხიდან გასვლა არ უნდოდა.”
კომენტარები