სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა:
„რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით რა გამოიკვეთება, რად დადგინდება, რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა ინფორმაციაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში იყო შემოსული, მიმიდინარეობს მოკვლევა და მოგაწვდით ინფორმაციას.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ წინასწარ სავარაუდოდ მსხვერპლ ქალებზე საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას. მათი ჩვენებები და განცხადებები იწვევს რაღაც ტიპის უნდობლობას, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“.
კომენტარები