ჩვენ ახლა ძალიან გვაშინებს ეს დღესასწაულები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ეტაპია – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველაზე მეტად უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. „ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ეს პერიოდი გადავიტანოთ მშვიდობიანად და არ გვქონდეს შემთხვევების მკვეთრი და ციცაბო მრუდით მატება. თავი უნდა მოვარიდოთ ყველანაირ თავშეყრას, მათ შორის ტაძარში, საფლავებზე ჯგუფურად გასვლას“- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
კომენტარები