“მთავარი არხთან” ავრცელებს, საგარეჯოში მომხდარი მკვლელობების თვითმხილველი საუბრობს და ამბობს:
“არაფერს არ ითხოვდა, პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა. ყოფილი სამხედრო იყო რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობა, 10 წლის გადმოსული იყო, თავისით შედიოდა, გადიოდა. რამდენადაც ვიცი, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკან ისროდა, იქ “იოლი”-ს მაღაზიაში დაიწყო სროლა და 2 გოგოს მოარტყა კიდევ და იქ მოკლა პოლიციელი რამდენადაც ვიცი. ჩვენგან 4 მოკლა, ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში.
თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის აფეთქდა და მაგ დროს ვინც შევასწარიოთ – შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ.”
“სპეცრაზმი რომ შევიდა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, იქვე ეყარა ხელყუმბარის რგოლები” – შს მინისტრი
კომენტარები