საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს დეტალური კითხვები წარუდგინა.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, „შეხვედრა გულითადი, შინაარსიანი და ძალიან კეთილგანწყობილი იყო“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, New York Post-თან ისაუბრა თავად დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან მართლაც სასიამოვნო შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორი საკითხი, რომელზეც წარსულში ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ – ომი უკრაინაში და ასევე ომი ახლო აღმოსავლეთში.
„ხელახლა გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო გრძელი, ძალიან გრძელი გზა. ორივე მხარემ ბევრი იმუშავა და მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი კამპანიას. ჩვენ ნამდვილად კარგი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მინდოდა გამეგო მისი შეხედულებები, სად ვართ, რას ფიქრობს და მან ეს გამიზიარა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები