არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” ნანა კაკაბაძე
„თავის დროზე, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად გახარიამ წარადგინა. ეტყობა, დღესაც, ის წარმოადგენს გახარიას მხარეს და მოქმედებს პოლიტიკურად ანგაჟირებულად. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელ პიროვნებებსა და საპატრიარქოზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციებისთვის, არ იწყებს გამოძიებას და არ აჯარიმებს შესაბამის ტელეკომპანიებს, ხოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლაშქარავას კადრებთან დაკავშირებით, 2-3 თვის დაგვიანებით, იღებს გადაწყვეტილებას და აჯარიმებს შსს-ს.
მისი ინტერესია არა კანონით გათვალისწინებული ქმედება, არამედ – პოლიტიკური გემოვნება. მისთვის ესაა წინა პლანზე. ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან და ქალაქის პროკურორისგან, სასწრაფოდ დაინტერესდეს თოლორაიას ქმედებით, მის მიერ შსს-ს 2 000 ლარით დაჯარიმების შესახებ და ასევე, თოლორაიას უმოქმედობით, როდესაც ის არ აჯარიმებს ჩემზე, სხვა მოქალაქეებსა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მასობრივად გავრცელებულ, პირადი შინაარსის ჩანაწერების გამო“
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომლის ხელმძღვანელი პირია ლონდა თოლორაია, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.
კომენტარები