მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ახლა გავიგე, ქალაქში სატრანსპორტო რეპრესიების ახალი ტალღა დაწყებულა, ამჯერად დიდუბეში… საერთოდ, ქალაქში მოძრაობის კომპლექსურ ჯოჯოხეთზე ვცდილობ არ ვიფიქრო და მით უმეტეს რამე დავწერო.. ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ჩემი მოწამეობრივი წლებიდან, როდესაც სამი წლის განმავლობაში ჩინოვნიკი და კანონმდებელი მავნებლებისათვის ჯიუტად ვცდილობდი რაიმე გამეგებინებინა ხმაურის მავნებლობის შესახებ… სანამ სამარცხვინოდ არ დავმარცხდი და თბილისიდან ჩემი ნებით არ გადავსახლდი კუდამოძუებული…მაგრამ ხანდახან მაინც ხომ მიწევს ქალაქში ჩასვლა…ჩაწერაზე მაგალითად… დღეს დილით ზუსტად ორი საათი მოვუნდი აღმაშენებლის ხეივანის ნახევრის გავლას დიდი დიღმის გადასახვევიდან ძეგლამდე…თავის მოკვლა მინდოდა ისეთ დღეში ჩავარდი… მხოლოდ მართლა.. მე შენ გეტყვი მეტრო ან გარეუბნის მატარებელია სადმე, მანქანას დააყენებ და გადაჯდები.. თუ ფეხით ჩახვალ გმირთა მოედნამდე.. არა, რა… ნამდვილი “37 წელია”.. სახლიდან გასვლის მეშინია.. არასდროს არ ვარ დარწმუნებული, უკან დაბრუნებას თუ შევძლებ, ან როდის….ღმერთო შენ მიშველე! მომეცი ძალა კიდევ თექვსმეტი წელი გავძლო “ხრუშოვის ამნისტიამდე” ! ??
PS/ მხოლოდ “ბასლაინების”, ველოსიპედების, ავტობუსების და მსგავსი სიკეთეების შესახებ არ დამიწყოთ თუ შეიძლება “ცივილურობის” პრიმიტიული გაკვეთილების ჩატარება.. ისედაც ტრამვირებული ვარ დღევანდელი ორსაათიანი “გულაგით”. ეგ ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ნულოვანი წლების დასაწყისში დავამთავრე და ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესად ვიცი, ვიდრე მერიამ, საკრებულომ და მათმა მოხალისე, შეთავსებით “ურბანისტებმა” ერთად აღებულმა.”
კომენტარები