19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე – სამი საბურთალოელი – საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე შესაძლოა უახლოეს საათებში გაათავისუფლონმის შესახებ ინფორმაცია “ნიუპოსტს” დაკავებულთა ოჯახის წევრებმა პირად საუბრებში დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე გაიმართა.
წყარო გვიყვება, რომ ახლა საჭიროა ეს შეთანხმება ნოტარიულად გაფორმდეს.
“ჩვენი ინფორმაციით, მათ დღეს ან 18 ნოემბრამდე გაათავსუფლებენ”– აცხადებს “ნიუპოსტის” წყარო.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ პრეტენზია არც მოკლული ბიჭის ოჯახის წევრებს აქვთ.
შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ შოთაძის უწყებამ გარდაცვლილის ოჯახს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
გოგშელიძე, ჩხარტიშვილი და წაქაძე გიორგი შაქარაშვილის ცემის საქმეში არ მონაწილეობდნენ.
საბურთალოელებს, საბედისწერო წვეულებაზე მომხდარ ინცინდენტის მოანწილეობაში ედებათ ბრალი, რა დროსაც მსუბუქი დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა ნ.ხ-მ და ამჟამად ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა.
კომენტარები