ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მე ჩემს მისიას პირნათლად ვასრულებ.
ვაძლევ მოტივაციას ადამიანებს ჩაიცვან ფერადი და განსხვავებული ტანსაცმელი.
მუდმივად ვცდილობ ავუხსნა ადამიანებს ბედნიერების საიდუმლო.
მუდმივად ვცდილობ ადამიანებს გადავცე პოზიტიური განწყობა და გავახალისო.
ვაჩვენებ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით შეძენილ წატმატების გზას და ვცდილობ ავუხსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს საკუთარი თავის სიყვარულს.
ვცდილობ მომბაძონ სიკეთის კეთებაში და ვცდილობ მაჯობონ ადამიანების დახმარებაში.
მიხარია როცა ჩემი გადაცემა მოტივაციაა სხვა წამყვანებისთვის და პროდიუსერებისთვის.
მომწონს, როცა არ მაღიარებენ და ჩუმად მბაძავენ, მთავარია ბედნიერები არიან ამ დროს, მე კი არაფერი მაკლდება, პირიქით ჩუმად ამაყი ვარ.
აზრებსაც, იდეებსაც, მპარავენ ხოლმე, მაგრამ მათ გონიათ, რომ მპარავენ, ეს ქურდობა არ არის, ეს აზრები ღმერთმა მომცა რათა თქვენც გაიგოთ, ეს თქვენიც არის, ნუ გერიდებათ, თქვით რომ მოგწონთ და იმეორებთ.
თავისუფლებას არ მპატიებენ, ამ დროს თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვისაც მე ვაღიზიანებ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, ან თვლიან დაუმსახურებლად ვარ წარმატებული და მებრძვიან, ან მოხერხებულობით ვჯობნი და ამაზე მთლად ცოფებს ყრიან, ან კიდე თვლიან გოიმი ვარ, ამ დროს მე მათ სიყვარულით სვეტურად დავცინი.
მე ჩემს მისიას პირნათლად ვასრულებ.
ვცდილობ გაჯობოთ, რათა თქვენ მაჯობოთ, მოტივაცია მოგცეთ ბედნიერების.
ძალიან მინდა ბედნიერ ადამიანებთან ერთად ცხოვრება და ამდენს ამიტომ ვშრომობ.
ბევრი ამპარტავნებასაც მაბრალებს, მაგრამ არ ვდარდობ, ამ დროს ისინი თავმდაბლობას სწავლობენ.
შემეჯიბრეთ ან მომბაძეთ პოზიტივში, ბედნიერებაში.
არ წააგებთ.
ნუ გაქვს მიდრეკილება სხვას ასწავლოთ ზრდილობა, სხვას მიუთითოთ როგორ უნდა იცხოვრონ , მიხედეთ საკუთარ თავს და ამეცადინეთ, ასწავლეთ, როგორ არ უნდა შეგშურდეთ, როგორ არ უნდა გაამწაროთ სხვა, როგორ არ უნდა დასცინოთ და ზურგს უკან არ ებრძოლოთ.
იცოდეთ, გარდაუვალია, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ჯოჯოხეთში ან სამოთხეში, აუცილებლად ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში და თქვენ იტყვით რა სულელი ვიყავი, რისთვის ან ვისთვის ვწვალობდი და ვიტანჯებოდი. მე კი იქაც იგივეს გეტყვით რასაც აქ: რა გინდოდა, რას დაეძებდი, შეგერგო რაც მოგეცა და გეხარა სიცოცხლით.“
კომენტარები