ფოტო – ფორმულა
რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, პარლამენტის შენობასთან დღეს, 20:00 საათზე, მდუმარე აქცია დაანონსდა.
“თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლობის წლებში მოპოვებულ მცირედ თავისუფლებას, ხვალ ამას ვეღარ მოვახერხებთ – ქალაქის ქუჩებში მობოგინე საპატრიარქო-ოცნების კოალიცია ჩაგვყლაპავს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.
გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:
“თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები და აქ გინდათ იცხოვრონ, ხმა ამოიღოთ, აჩვენეთ ამ მართლა ყ…ბს, ვინ არის ყ.. გამოდით და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს გთხოვთ, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები, რაც ბღავილი და არაფერი. უბრალოდ გამოდით, ტრაკი გაანძრიეთ, 1 საათი დადექით და დაანახეთ ამ დედამო….ებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალური ქვეყანა ააშენონ”
კომენტარები