საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლაც ამდენი ტყუილი ისმის. დარწმუნებული ვარ, ნაცებმა რამდენიმე დღე იმუშავეს ამ თემაზე, გამორიცხულია, ბატონი რომანი თავისით მარტო არ გადაწყვეტდა როგორ მიეყენებინა ზიანი პრემიერ გახარიასთვის, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, მთავრობისთვის და ხუთი წუთის განმავლობაში თქვა რვა ტყუილი, რვა თემა ჰქონდა, რვავე ტყუილი. ყველა ტყუილს ახასიათებდა თავისი თვისებები:
„ პირველი – „ვერ მოვისმინე ვერცერთი ზუსტი პასუხი პრემიერ გახარიასგან“,
მეორე -„მთავრობა ერთადერთია, რომელმაც მოქალაქეს არ გაუწია არანაირი დახმარება“
ეს ორი არის თავხედური ტყუილი, ბატონო რომან, იმიტომ, რომ დღვენადელს რომ თავი დავანებოთ, რაც პრემიერმა მოყვა, დღეს რამდენ ათეულ და ასეულ ათას ადამიანს ჩაერიცხა, ზუსტად იცით, კომუნალურებიდან დაწყებული რა დახმარებები გაეწიათ მოქალაქეებს.
მესამე იყო სამშენებლო კომპანიების ფულის შოვნის გეგმაზე ისაუბრეთ, გუშინდელ პრეზენტაციას დაარქვით, როდესაც ძალიან კარგად იცით 120 000 ადამიანი რომ არის დასაქმებული, გადაცემის ეფექტი რომ არის ერთი იმდენზე 120 000 ადამიანზე, რომ 10%-მდე არის ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის, ამიტომ ეს არის უსუსური ტყუილი.
მეოთხე იყო ივანიშვილის 100 მილიონს არჩევნებისთვის ვინახავთო, კოვიდ ფონდშია ჩარიცხული ეს თანხა, ეს სულელური ტყუილია.
მეხუთე იყო კითხვა, ახალი საოცარი ნარატივი „საერთოდ თუ არსებობს ეს ფულიო?“ ამ კითხვის დასმა უკვე თავის თავში მოიცავს ტყუილს იქით რაღაცას, ეს არის გოიმური ტყუილი.
მეექვსე იყო „საქართველო არის ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში, ყველაზე მეტად ხალხი შიმშილობს საქართველოში“ ეს არის ბოროტი ტყუილი.
მეშვიდე – „საქართველოში კერძო ბიზნესი კვდება“ ეს არის მავნებლური ტყუილი,
და მერვე თემა რასაც შეეხეთ, ეს იყო აქტივისტებზე და ნათესავებზე ლაპარაკობდით, ეს არის რაღაც კიდევ, რომელიც გაღმა შედავებითია, ასეთი ტყუილია, ეს უგულავამ გააკეთა 48 მილიონი მოიპარა გაფლანგა და დაურიგა თქვენს აქტივისტებს.
და ბოლოს, ყველაზე ამაზრზენი ტყუილი იყო დღეს, რაც მოვისმინეთ, თქვენი მხრიდან, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს, საქართველოს მოსახლეობას და საზოგადოებას ჰქონდა მომავლის იმედი, ეს არის ყველაზე ამაზრზენი ტყუილი, რაც შეიძლება საქართველოს პარლამენტში გახმოვანდეს,“
კომენტარები