რამდენიმე წუთის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე იმყოფება.
როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა მიკოსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში.
“არის ვერსიაც, რომ თავდამსხმელებმა ღარიბაშვილი მოითხოვესო.
„2 მძევალი გამოუშვეს და დანარჩენები შიგნით ჰყავთ“- ამბობს თვითმხილვლელი.
პოლიცია საკონტროლო არეალს ამ წუთებშიც აფართოებს.
კომენტარები