პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველთან” ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან საუბრისას, ამბობს:
“რა სურათიც იკვეთება, როგორც ჩანს, რაღაცა დაიწყო სტიქიურად და შემდეგ მართული სახე მიიღო. მე მგონია, პროცესი უკვე მართულია. ალმათში რაც ხდება, შეიარაღებული ხალხია, ერთგვაროვანი ხალხია, ვერც ქალებს დაინახავ, ვერც მოხუცებს და დიდად ვერც ახალგაზრდებს, შუა ხნის, კარგად მომზადებული, ორგანიზებული თაობაა, რომელიც, როცა საჭიროა შეტევაზე გადადის და როცა საჭიროა, უკან იხევს. თავდაპირველად, პოლიციამ და ჯარმა არ გაუწია დიდად წინააღმდეგობა, უშიშროების შენობაში ისე შევიდნენ, რომ საერთოდ ცარიელი დახვდათ. როგორც ჩანს რაღაც წინააღმდეგობაა ნაზარბაევსა და დღევანდელ პრეზიდენტს შორის. საინტერესოა სად არის ნაზარბაევი, არ ჩანს. მას სიმხდალეს ვერავინ დააბრალებს, საკმაოდ მამაცი კაცია.
ფაქტი ერთია, რუსეთს მიეცა სერიოზული საბაბი შევიდეს ცენტრალურ აზიაში. ცენტრალური აზია, ქაბულის მოვლენების შემდეგ, პოლიტიკურად უპატრონო დარჩა, უფრო სწორად, ძალიან ბევრი პატრონი გამოუჩნდა, ჩინეთი, თურქეთი, რუსეთია ჩართული, ისლამური გავლენებიც გაიზრდება, პოლიციელებისათვის თავის მოჭრასა და სისასტიკესაც ამას ვუკავშირებ. რუსეთისთვის ეს გაურკვევლობა საკმაოდ რთული იყო. მოწილეები გაუჩნდა რუსეთს და ახლა კარგი მიზეზი აქვს, ყახზახეთს ვინც დაიკავებს, ის დაიკავებს ცენტრალურ აზიას.
ჩრდილოეთ ყაზახეთში რუსულენოვანია 40 პროცენტი მოსახლეობის, გამოვრიცხავთ, რომ მოხდეს ეთნიკური რუსების დახოცვა და იგივე თემა მოხდეს რაც ყირიმში, დომბანსში, ჩვენთან მოხდა? ეს რუსეთის მეთოდია, რომელიც ამართლებს ჯერჯერობით.
საინტერესოა დასავლეთის პოზიცია, საინტერესოა, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს შეშფოთების პოზიცია. ჩინეთსაც არ უნდა სიამოვნებდეს რუსების იქ შესვლა. მე დარწმუნებული ვარ რუსები შევლენ იქ, მაგრამ ის ვერ წარმომიდგენია, ანუ, რუსებმა უნდა ესროლონ ყაზახებს?
დემოკრატიის პროცესს დავანებოთ თავი, ისეთ დღეშია სამყარო, გადარჩენაზეა ყველა და აღარავის ახსოვს დემოკრატია.
ამისი უნდა გვშურდეს? თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს? არ არის ეს სწორი შედარება. ყაზახეთი ახლა შედის 90-იან წლებში, ჩვენ ეს გავლილი გვაქვს უკვე. ნორვეგილეების და სხვა ვიღაცის შეგვშურდეს, რაღა ყაზახეთის უნდა შეგვშურდეს, სისხლისღვრა მიდის იმ ქვეყანაში.
ჩვენ სხვადასხვა ცივილიზაციური ნაწილის წევრები ვართ. რამდენიც უნდა გაგვიჭირდეს, დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ყაზახეთი სხვა რამეა. ერთი შეხედვით შეიძლება მსგავსებები დავინახოთ, ხალხი იქაც უკმაყოფილოა და აქაც, მაგრამ საერთო არაფერი გვაქვს. აი, გვაჯობეს ყაზახებმა, აი, რატომ ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღებიო, ასეთი რაღაცეებიც უთქვამთ და არ არის სწორი.”
კომენტარები