„გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ დღეს სასამართლოზე განაცხადა:
„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ”,- განაცხადა ფურცხვანიძემ.
დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, მხოლოდ გიორგი ვახტანგაშვილმა გამოიყენა ისევ დუმილის უფლება.
პროცესზე დღეს დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი გაეჟღერებინა. მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ დღევანდელი სხდომა ამას არც ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.
კომენტარები