“მთავარი არხის” ჟურნალისტს გიორგი მამნიაშვილს “ოცნების” პროპაგანდისტები გოგა ხაინდრავა და ვატო შაქარიშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა – “ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ ეს *ლეები” – წერს მამნიაშვილი.
ვატო შაქარიშვილი გიორგი მამნიაშვილზე თავდასხმას ადასტურებს და წერს:
,,ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…
იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!
იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!”
კომენტარები