“ნაციონალურმა მოძრაობამ” ისნის რაიონში საკუთარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.
საუბარია, საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დასახელებაზე, მას შემდეგ, რაც ვაშაძემ და ჩარკვიანმა გართიანებული ოპოზიცია დატოვეს და”სტატეგია აღმაშენებლის” ფორმატში გაერთიანდნენ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის დეკანოიძის გარდა კენჭს იყრიან:
- “ქართული ოცნება” – კახი კახიშვილი;
- პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნა” – დავით ჭიჭინაძე;
- “ლელო საქართველოსთვის ” – ლანა გალდავა.
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე
ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ : თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.
მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის.
შეხვედრამდე.. #თქვენიხატია“
კომენტარები