სოციალურ გვერდზე – „უფლის ნაკვალევზე“ ვრცელდება ინფორმაცია, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან მძიმე ისტორია უნდა მოვყვე ახლა ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელეთ რადგან ეს გარეწარი ადამიანებს ღუპავს! ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვწერა არასრულწლოვანმა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ამ ვითომ ბერ იოანესთან!
რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვს ესაუბრა და აჯერებდა რომ ჰქონდა ჯადო და ამოს ახსნისთვის უნდოდა მისიდან კონკრეტული ქმედებები საბოლოო ქმედება იყო შიშველი ფოტო გადაეღო და გაეგზავნა რაზეც არასრულწლოვანს ჰქონდა ძალიან ცუდი რეაქცია თუმცა დააჯერა რომ ეს გააკეთებინა!
ამის შემდეგ დაიწყო შანტაჟი ამ არასრულწლოვანის და ეუბნებოდა თუ ვინმეს ეტყოდა ფოტოებს გაგისაჯაროვებო! ასევე ფულს მოგცემ და კიდევ გადმომიგზავნე ფოტოებიო მიაყენა დიდი მორალური ზიანი და ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე!
ძალიან განერვიულებული ვარ ეხლა, სულერთია მიწიდან ამოითხრება და პასუხს აგებს ადამიანების დაღუპისთვის ამ არასრულწლოვან ბიჭს კი ვპირდებით რომ უმკაცრესად დაისჯება ეს გარეწარი და ჩვენ მის გვერდით ვართ!
ეს ადამიანი არის სექტანტი და მამათმავალი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ღუპავს გთხოვთ ყველამ გაიგოს რას ჩადის ეს გარეწარი! ყველამ ერთად უნდა გაამოვიყვანოთ ეს ბავშვი სტრესიდან და დედაეკლესიისკენ მოვაბრუნოთ და ამ იოანე ჯალაღონიას საკადრისი პასუხი გაეცეს დაისაჯოს უმკაცრესი წესით!“,
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება და წერს:
„უახლოეს დღეებში საპატრიარქო შეუდგება მის ხელთ არსებული ინფორმაციის გავრცელებას თვითმარქვია სასულიერო პირების შესახებ.
ერთ-ერთი მათგანია ილია ჯალაღონია, რომელიც თავის თავს „მღვდელმონაზონად“ აცნობს ხალხს, ჩვენი ინფორმაციით, სინამდვილეში ის ამჟამად საქართველოს ეკლესიის არც ერთ ეპარქიას არ ეკუთვნის და არასდროს მიუღია ხელდასხმა მღვდლად“
კომენტარები