ჟურნალისტი, ვახო სანაია, ტვ პირველთან, ამბობს:
საზოგადოებას მინდა მივმართო – ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? თუ არ გვჭირდება თავისუფალი მედია, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. პოლიციაც გაწირეს. თვალებში ვუყურებდი დღეს პოლიცელებს, და ვეუბნებოდი, თქვენც გაგწირეს, თქვენი კოლეგაც გაწირეს და შეიულებოდა იქ მოეკლათ ისევე, როგორც ლექსო, თავს მიქნევდნენ, იციან მათ ეს. მათი შვილი შეიძლება გამოვიდეს ჟურნალისტი, ამ პროფესიას რომ აირჩევს, უნდა მოუკლან ეს შვილი? ოპერატორის პროფესიას თუ აირჩევს, უნდა მოუკლან?
დაფიქრდით. თქვენი შვილები შეიძლება დახოცონ მხოლოდ იმიტომ, რომ აირჩევენ პროფესიას და მარტო ჟურნალისტს არ ეხება ეს, ეხება ექიმსაც და პოლიციელსაც. შეიძლება მოკლან, მერე გვამი გაიტაცონ და ათასი საზიზღრობა დააბრალონ.”
კომენტარები