„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია „პალიტრანიუსის“ ეთერში ამბობს:
„მე ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ. 7 წელი ვიმუშავე მასთან ერთად. ის ასეთი არა თუ არ იყო, ყველაფერი საწინააღმდეგო ჩანდა მის საქციელში. უფრო მეტიც, სულ ცდილობდა, მორალური სტანდარტებიდან ელაპარაკა და როდესაც კონსტიტუციაში საგარეო კურსი ჩავწერეთ, არანაირი წინააღმდეგობა ჩვენ არ გვქონია. არასდროს მიგრძნია, რომ ეს რუსული პროექტი იყო და ახლა ვფიქრობ, თავს მოტყუებულად ვგრძნობ, გამოყენებულად. თუ ეს ყველაფერი იყო ვალდებულება, რაც ახლა ამოქმედდა, გამოდის, რომ ყველა ვიყავით მოტყუებული. ის რეჟიმი იყო შესაცვლელი და იმ ბრძოლას ივანიშვილის თუ მის გარეშე, ჩვენ გავაგრძელებდით. ივანიშვილი რომ მოვიდა 2011 წელს, უკვე დიდი ხანი ქუჩაში ვიყავით, დაუძლურებული იყო ოპოზიცია, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებდით“
კომენტარები