„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა:
„ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ახლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი და უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა, ყველა წარმატებებს მისურვებდა და მკოცნიდა, ეს იყო საყოველთაო სიყვარული. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა. მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია. მაგრამ მათ მაინც იციან, ვის მხარეს არის უპირატესობა ზუგდიდში.
დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი და ერთად გავიაროთ ქუჩაში და ვის უფრო მეტი მოწონება ექნება, იმას ვნახავთ.
მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ. თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა შევუმსუბუქო ხალხს ყოფა-ცხოვრება.
მე ამიტომ მოვედი ზუგდიდში და მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე.
მარტო კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება.
ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო. ვიბრძოლო ისე, რომ გლეხს მივცე ამოსუნთქვის საშუალება. ქალაქელს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს. სადაც სიკეთე და მეგობრობა სჩქეფდა“.
კომენტარები