თბილისის 120-ე საშუალო სკოლა ამავე სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს სამძიმრის წერილით ეხმაურება.
“თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გაუჭირდა, ყველას, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ბიჭს, ს. ბ.-სს, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილ სიცოცხლის.
სანდრო, ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს?
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რაც შენმა მარადისობაში გადასვლამ გამოიწვია.
ყოველთვის გვემახსოვრები სანდრო!”
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 17 წლის იყო. გვამი ახლობლებმა ნახეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები