“ღირსების მარში სოლიდარობისთვის” – ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან, ხოლო პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით, პრაიდის კვირეული გაიმართება. ამის შესახებ მათ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც “თბილისი პრაიდის” წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.
“რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბებით თბილისი პრაიდი, ჩვენი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან ჰომოფობია არის ამ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გვჭირდება, რომ ყველას ჩართულობა იყოს ამ პროცესში.
წელს, ჩვენ გვექნება ღირსების მარში სოლიდარობისთვის. ის პრობლემები, რაც საზოგადოებაშია, საჭიროებს ერთიანობას და სოლიდარობას. ჩვენ წელს ღირსების მარშს დავაორგანიზებთ ბევრ მხარდამჭერთან ერთად”, – თქვა “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელმა გიორგი თაბაგარმა.
პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ამ ფორმით, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადონ სოლიდარობა, მათ შორის, თემის წევრები გააპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას.
თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.
კომენტარები