ყოფილი დიპლომატი, მამუკა გამყრელიშე სოციალურ ქსელში წერს:
,,ქალაქი, რომ დგას და ბომბეის საცობებია, ხომ იტანთ კოხტად ?
რიკოთის ახალი გზა, რომ ერთ თვეში 27-ჯერ ჩაიკეტა, ხომ იტანთ კოხტად ?
თბილისი, რომ გადაიჭედა ახალთახალი პორშებით, ლექსუსებით და რენჯროვერებით, ქალაქში და მის გარშემო გადასაფურთხებელი ადგილი აღარ დარჩა და ყველგან სახლი ჩადგეს, ბრიყვიც კი მიხვდება, რომ ისევ თქვენი ჯიბიდან ამოცლილი ფულით გაკეთდნენ შავი დედლებივით, ამასაც, ხომ იტანთ კოხტად ?
რა ქრისტესმიერი თმენა და სათნოება შეეყარა ამ ხალხს ?
ნეტა რას ვიშლი ნერვებს 🙁
კომენტარები