დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ბაკურციხეში კორონავირუსის შემთხვევას გამორიცხავს. როგორც On.ge-ს იმნაძემ უთხრა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბაკურციხეში ქალს კორონავირუსი აქვს, საეჭვო შემთვევებშიც კი არ შედის.
“ეჭვიც კი არ გვაქვს იმიტომ, რომ ქალბატონი გამოსულია იქედან 16 იანვარს და იმყოფებოდა იმ პროვიცინციაში, საიდანაც უხანამდე არის ისეთი მანძილი, როგორიც დაახლოებით თბილისიდან წაღვერამდეა. ასე, რომ გამორიცხულია, საეჭვო შემთხვევებშიც არ შედის”
ონ.ჯი
პაატა იმნაძეს, როგორც ჩანს არ მოუსმენია ჩინელი ექიმებისთვის, რომლებმაც თქვეს, რომ ორ კვირამდე არის რიგ შემთხვევებში საინკუპაციო პერიოდი, ისევე, როგორც, არ უნახავს, ალბათ, კორონავირუსის გავრცელების რუკა ჩინეთში.
ლაბორატორიული კვლევით რომ გამოვრიცხოთ? – და არა თბილისიდან წაღვერამდე?
ოჯახის ექიმისთვის რომ არ შეგეტოვებინათ და ეგრევე დაგეწყოთ კვლევა, ახლა კვლევის პასუხებით გვიპასუხებდით და არა ასე!
საღამოს ცხრა საათზე, სატელევიზიო ეთერით ვნახეთ პაატა იმნაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ პაციენტი ოხანადან იყო იმ მანძილზე, რა მანძილიც თბილისიდან სტამბულამდეა.
შეამჩნევდით, რომ პაატა იმნაძის კომენტარის წყაროდ გვიწერია ონ.ჯი. გაურკვეველია, ონ.ჯის მართლაც თბილისიდან წაღვერამდე მანძილი დაუსახელა პაატა იმნაძემ და მერე შეცვალა წაღვერი სტამბულით, თუ ონ.ჯი-ს მოუვიდა შეცდომა!
პაატა იმნაძე დღეში იმდენ უცნაურ და გაუგებარ ფრაზას ამბობს – რას გაარკვევ!
თუმცა, ფაქტი, რომ კვლევის პასუხის გარეშე, ვარაუდით რომ არ უნდა გვიმტკიცებდეს ჯანდაცვის წარმომადგენელი რა ვირუსია და რა არა – ცხადია.
მსგავსი განცხადება, გინდ სტამბულამდე და გინდ წაღვერამდე – მოსახლეობის შეურაცხყოფა და თავის აგდებაა!
ალია
კომენტარები