“აირზენას” თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება მოახერხა.
ამ წუთებში მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ტექნიკური პრობლემები შეექმნა და თბილისის თავზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა.
ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა შასის გაუმართაობა გახდა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები