თბილისში, მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის გიორგი დემურია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ, მოზარდი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.
მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
მანაგაძის კლინიკის დირექტორი ამბროსი პერტია აცხადებს, რომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
როგორც ამბროსი პერტია ამბობს, ოპერაციის ჩატარებამდე ბავშვს ოპერაციამდე ყველა კვლევა ჩაუტარდა.
„ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით“, – აცხადებს ამბროსი პერტია.
კომენტარები