თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Tass, რუსეთის კულტურის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ალა მანილოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დაფინანსების მიმღები იქნება რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი აფხაზეთში, სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სომხეთში, მ. გორკის სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი და ბელარუსის გროდნოს რეგიონული თოჯინების თეატრი, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი საქართველოში, და ყარაგანდას სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ყაზახეთში, მან ასევე დაასახელა ჩინგიზ აიტმატოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ყირგიზეთის უმურალიევის სახელობის ბიშკეკის საქალაქო დრამატული თეატრი, ტაჯიკეთში მაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, თურქმენეთის პუშკინის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ახალგაზრდული თეატრი უზბეკეთში,” – წერს რუსული გამოცემა Tass.
კომენტარები