თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 54 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კლინიკას 56 პაციენტი ჰყავს, საიდანაც ორი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევაა და მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.
მისივე თქმით, კლინიკაში ერთი კოვიდიფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მას თან არსებული ორი მძიმე დაავადებაც აქვს.
„54 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ოთხი ჩვენია. მძიმე პაციენტებიდან გვრჩება ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც არის ხანდაზმული. მას აქვს ძალიან მძიმე პნევმონია, თან არსებული ორი მძიმე დაავადება – შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, როგორი იქნება პროგნოზი, რადგან კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები ჯერ სტაბილური არ არის, გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ არ არის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები