ჩვენს კლინიკაში გუშინ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად გვყავს 43 COVID-ინფიცირებული – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაის თქმით, მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 დარჩა, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. „დანარჩენი პაციენტები განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
კომენტარები