თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია.
როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, პაციენტს რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აქვს.
„ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს პაციენტი. სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას აქვს ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები, გაუკეთდება რენტგენი, ემზადება კვლევებისთვის. თუ არ ვცდები, გადმოყვანილია აეროპორტიდან“
კომენტარები