უფლებადამცველი, PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი:
“დილიდან გვიკავშირდება ხალხი და გვატყობინებს, რომ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დაიწყო მოულოდნელი ცვლილებები.
ხანდაზმულები, წინასწარი და ადეკვატური ინფორმირების გარეშე გაჰყავთ პანსიონატიდან და, სავარაუდოდ ანაწილებენ სხვა სამზრუნველო სახლებში. ოფიციალური მიზეზია – დეინსტიტუციონალიზაცია (ანუ დიდი ზომის ინსტიტუციებსი დახურვა).
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ხანდაზმული ადამიანისთვის მოულოდნელად, საცხოვრებლის ცვლილება არის დიდი სტრესი. ბევრი მათგანი ემოციურად აღელვებულია და უკიდურესად დაძაბული და შეშინებული.
მეორე რიგში, მათი მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია რაიმე ცვლილების დანერგვა.
მათი მდგომარეობა არ შეიძლება გაუარესდეს – დღეს თუ ცალკე ოთახებში ცხოვრობენ და ჰყავთ საკმარისი რაოდენობის მზრუნველი პერსონალი, არ შეიძლება ეს შემცირდეს ან, ცალ-ცალკე ოთახები აღარ ჰქონდეთ (რისი ეჭვიც აქვთ, რომ მოხდება)
ხანდაზმულებს სურთ, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია: რა ხდება, რატომ ხდება, იქნება თუ არა მათი უფლებების დაცული ახალ ადგილას, იქნება თუ არა ახალ ადგილას ღირსეული პირობები, ეყოლებათ თუ არა საკმარისი დამხმარე პერსონალი.
პ.ს. შენობის გაყიდვა არ შეიძლება იყოს მოხუცების გაყვანის მიზეზი და ეს არ უნდა გადაიფაროს დენისტიტუციონალიზაციით. მოხუცებს აქვთ ეჭვი, რომ ზუსტად ეს “სხვა” ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან.”
კომენტარები