თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების მიერ, ქუჩებში გაკრულ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატებს ხსნიან

16 თბილისის მერია, დედაქალაქში, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.