თბილისის მერის საქმიანობას (მხოლოდ თბილისში) გამოკითხულთა 39 პროცენტი დადებითად აფასებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
გამოკითხულთა 29 პროცენტი მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 25 პროცენტი კი ცუდად, 5-მა პროცენტმა არ იცის, 2-მა პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
კომენტარები