კომპანია თბილისის მიკროავტობუსის საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“დღეს დილით კომპანია თბილისის მიკროავტობუსის ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. თბილისის მიკროავტობუსის კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც”
დღეს დილით, კომპანიის სახელით ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის გზატკეცილზე მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად მიკროავტობუსის 1 მგზავრი გარდაიცვალა, მძღოლი კი მძიმე მდგომარეობაში იყო
კომენტარები