ხვალ, 3 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ცაბაძის, ყიფიანის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, ფოთის, ქუთაისის, ბაგრატიონის, სანაპიროს, თევდორე მღვდლის, ქურდიანის, მეტრეველის, ფიროსმანის, სოხუმის, ზუგდიდის, ევდოშვილის, გორის და ფიფიების ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, ნანეიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, მემედ აბაშიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს, შემოვლის, კარდანახის, აბდუშელიშვილის, ბზიფის, ბეთანიის, მარტყოფის, საინგილოს, თეძამის, ბოჭორმის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, ჯავახეთის, ლორთიფანიძის, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის და გუგუშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, მაჩაბელის, იაშვილის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV, Xა, Xბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ხევძმარის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიროტაძის, აფაქიძის და ოჟიოს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზმაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, მუხაძის, მოსაშვილის და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეუნარგიას, ქურდიანის, ზაქრაძის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.
კომენტარები